“ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ ქართუსთან ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო” – გიგი უგულავა

0
234

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტყუის, როცა ამბობს, რომ 2010-11 წლებში მაშინდელ ხელისუფლებასთან აქტიური კონტაქტი ჰქონდა. ამის შესახებ უგულავა ფეისბუქზე წერს.

“ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ ქართუსთან ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო. [ბიძინა] ივანიშვილისგან მხოლოდ გიგა ჩრდილელი, ქართუს მაშინდელი პრეზიდენტი, იყო კავშირზე მხოლოდ ჩემთან. მეტი არავის ხელისუფლების მხრიდან ქართუდან არავისთან შეხება აღარ ჰქონია. როგორც მერი, მე მას არასდროს შევხვედრივარ, ვიდრე 2012 დეკემბრამდე, როცა ის შსს მინისტრი გახდა. ასე რომ სრული ტყუილია. უსინდისო და მოკლეფეხება ტყუილი”, — ამბობს უგულავა.

ექვსდღიანი დუმილის შემდეგ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ TV პირველის ეთერში გასული აუდიოჩანაწერები ფაბრიკაცია და პროვოკაციაა. პრემიერმა განმარტა, რატომ ახსენებს ბერა ივანიშვილთან საუბრისას მინისტრებს.მისის თქმით, რვა წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ფონდს ხელმძღვანელობდა და საქველმოქმედო პროექტებს მართავდა. მისი თქმით, სწორედ ამის გამო მას მინისტრებთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდა.

წინა სტატიაარავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს – პრემიერი ტვ პირველზე
შემდეგი სტატია,,გამოძიების პრიორიტეტად უნდა დარჩეს ჟურნალისტის უფლება, დაიცვას წყარო” – აშშ საელჩოს განცხადება TV პირველის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური