,,გამოძიების პრიორიტეტად უნდა დარჩეს ჟურნალისტის უფლება, დაიცვას წყარო” – აშშ საელჩოს განცხადება TV პირველის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ

0
309

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ TV პირველის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან. ამის შესახებ მათ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ გამოძიების პრიორიტეტად უნდა დარჩეს ჟურნალისტის უფლება, დაიცვას წყარო.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ტელეკომპანია პირველის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, სამართალდამცავებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობას. ამ გამოძიების ჩატარებისას პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი — ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები.

საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას. სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით”, — წერია განცხადებაში.

წინა სტატია“ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ ქართუსთან ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო” – გიგი უგულავა
შემდეგი სტატია,,ჩემი ოჯახის წევრებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდათ” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური