ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანას ახლა საყოველთაო ეროვნული შერიგება სჭირდება

0
275

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანას ახლა საყოველთაო ეროვნული შერიგება სჭირდება.- ამის შესახებ მან მთავარის გადაცემაში ,,დღის სტუმარი” ილაპარაკა.

“მე მინდა გავუადვილო ამოცანა ბატონ ღარიბაშვილს, ჩვენ გვჭირდება საერთო ამნისტია, მათ შორის მათ მიერ ჩადენილ და ასეთი არის ძალიან ბევრი, თანამდებობრივ და სხვა ტიპის დანაშაულზე, ჩვენ გვჭირდება საყოველთაო ეროვნული შერიგება, ოპოზიციას სჭირდება ჩვენს ერთიანობა და სიმკვეთრესთან ერთად, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული პროგრამა და მე ვიცი, რომ ისინი ამაზე მუშაობენ.

ჩვენ გვჭირდება გარდამავალი პერიოდი ეროვნული თანხმობის მთავრობა, სადაც მრავალპარტიული კოალიცია უნდა იყოს სრულიად სხვადასხვა ხალხით წარმოდგენილები.

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი პროკურატურა და სასამართლო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა თავი დავიზღვიოთ შემდეგ წრეზე წასვლისგან. თავი იმით კი არ უნდა დაიცვან, რომ 10 და 11 წელი არის ხანდაზმულობის ვადა, თავი უნდა დაიცვან იმითი, რომ წამოვიდნენ საყოველთაო შერიგებაზე, საყოველთაო ამნისტიაზე, გავუწოდოთ ერთმანეთს ხელი ნამდვილად და არა იმიტომ, რომ ხელს რომ გაუწვდი და მერე მოგატეხავენ, ან მოგაჭამენ იმ ხელს”, — განაცხადა სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

დღეს, 12 მარტს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ TV პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერები ფაბრიკაციაა და არის 2010-2011 წლის 

წინა სტატია,,არც ჩემს შვილებს და არც ოჯახის რომელიმე წევრს პრივილეგიებით არ უსარგებლიათ და საკუთარ თავსაც თავად იცავდნენ” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიამე არ ვაპირებ პოლიტიკური კომენტატორის როლით შემოვიფარგლო – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური