მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად - დანიელსონი

დღეს უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად – დანიელსონი

Published on

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა მხარეებს შორის შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ ინფორმაცაი პრეზდიენტის ადმინისტრაციამ შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

“კრისტიან დანიელსონის განცხადებით, დღეს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებისგან უფრო მეტად შეიმჩნევა მზაობა შეთანხმების მისაღწევად. […] მისი განცხადებით, საქართველო რეგიონში ყოველთვის დემოკრატიულობისა და სტაბილურობის მაგალითს წარმოადგენდა და ეს ვითარება არ უნდა შეიცვალოს, რადგან ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესშია”, – წერია განცხადებაში.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საჭიროა შემსუბუქდეს რიტორიკა და პროცესმა, გამოსავლის მოსაძებნად, მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლოს.

შვედი დიპლომატი პრეზიდენტის შემდეგ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ეგახსენებთ, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში დღეს, 12 მარტს ჩამოფრინდა. მისი მთავარი მიზანი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში ჩართვაა. შვედი დიპლომატი თბილისში 2 დღის განმავლობაში დარჩება.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...