აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა დღეს ვახო სანაია მოინახულა. ,,ჟურნალისტებზე თავდასხმა ნებისმიერ დროს დაუშვებელია” – განაცხადა მან

0
370

აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს ვახო სანაია მოინახულა და ფორმულასთან ეთერში თქვა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა ნებისმიერ დროს დაუშვებელია.

“ეს იყო პირადი სახის ვიზიტიც, რადგან მაინტერესებდა როგორ იყო ვახო, მოხარული ვარ, რომ კარგად არის და სამუშაოს დაუბრუნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თავდასხმები ჟურნალისტზე ნებისმიერ დროს დაუშვებელია და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ხდება საქართველოში. 

შეერთებული შტატები უკვე ბევრი წელია საქართველოში მედიის თავისუფლების ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ორ მილიონზე მეტი გვაქვს გამოყოფილი მედიის თავისუფლების მხარდაჭერის, მედია-განათლების, გაცვლითი პროგრამებისთვის. და ეს ყველაფერი საიმისოდ, რომ შევქმნათ ძლიერი პროფესიული მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის”. – ამბობს კელი დეგნანი. 

კელი დეგნანის მიხედვით, მედიაზე თავდასხმა დაუშვებელია და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითრებას. 

“დღეს ვხედავთ თუ რამხელა გამბედაობას მოითხოვს ჟურნალისტობა მთელს მსოფლიოში, მათ შორის აქაც საქართველოში, როგორც ვახოს, სხვებსაც თავს ესხმიან და ემუქრებიან. ეს დაუშვებელია და სახიფათოა დემოკრატიის სტაბილურობისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს მედიის თავისუფლების ძლიერ მხარდაჭერას”. – ამბობს კელი დეგნანი

კელი დეგნანი მოხარულია იმ ფაქტით, რომ რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჟურნალისტების დაცვის მექანიზმებს,რადგან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია და უზრუნველყოს მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ. ამასთან ერთად, კელი დეგნანმა თქვა, რომ აშშ გააგრძელებს ქართული მედიის მხარდაჭერას.

“ეს არის საკვანძო პრინციპი მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის, რათა ჟურნალისტებს შეეძლოთ პასუხისმგებლიანად საკუთარი საქმის გაკეთება დაშინებისა და ძალადობის მუქარის გარეშე, ასე რომ მინდა დაგარწმუნით, რომ ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მხარდაჭერას საქართველოს მედიის მიმართ”.- ამბობს კელი დეგნანი

ჟურნალისტი, ვახო სანაია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს და წერს:

“ქალბატონმა კელი დეგნანმა სანის საჩუქარი მოუტანა… როგორ ჰგავს…”

წინა სტატიათოვლისა და ლიპყინულის გამო უშგული-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატია,,პატარა ადამიანებს ახასიათებთ: ვინც მათ ზემოთაა, უნდა ემლიქვნელონ და ვინც ქვემოთ არის, უნდა დაჩაგრონ და ამიტომ მძულს მლიქვნელები” – მიხეილ სააკაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური