,,არც ჩემს შვილებს და არც ოჯახის რომელიმე წევრს პრივილეგიებით არ უსარგებლიათ და საკუთარ თავსაც თავად იცავდნენ” – მიხეილ სააკაშვილი

0
304

ისე გავზარდეთ ჩვენი შვილები, რომ არავინ არ შეუწუხებიათ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემები იყო – საქართველოს მესამე პრეზიდენტი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, პრობლემების მიუხედავად, არც მის შვილებს და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს პრივილეგიებით არ უსარგებლიათ და საკუთარ თავსაც თავად იცავდნენ:

ისე გავზარდეთ ჩვენი შვილები, რომ არავინ არ შეუწუხებიათ საერთოდ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემები იყო. ჩემი შვილებიც დადიოდნენ ისეთ სკოლებში, სადაც სხვისი შვილებიც დადიოდნენ და იმათ ჰქონდათ სახლებიდან ნეგატივი გამოყოლილი, მაგრამ თავის თავს თვითონ იცავდნენ. ჩემი შვილი ედუარდი იყო აღიარებული ხაზარაძის სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულად მრავალი წლის განმავლობაში, დღემდე მისი რეკორდი არავის არ მოუხსნია. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ბევრ ადამიანს არ მოსწონდა, ყველა დაბრკოლება გადალახა ისე, რომ ხმა არ აუმაღლებია არასდროს. ძალიან ბევრი “ოცნების” ლიდერის შვილი იყო მის კლასში და მე არ მახსოვს კონფლიქტი ,-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა “დღის სტუმარში”.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უმაღლეს თანამდებობაზე ყოფნის დროს რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ოჯახთან ერთად საჯარო თავშეყრის ადგილზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ ამის გამო დაცვის წევრები არავისთვის მიუგზავნია. მიხეილ სააკაშვილმა  კონკრეტული შემთხვევები გაიხსენა, როცა ოჯახის წევრებთან ერთად საჯარო თავშეყრის ადგილას იმყოფებოდა და შეურაცხყოფა მიაყენეს, მაგრამ დაცვის წევრებს მათთან დალაპარაკება აუკრძალა.

,,ის, რომ ჩემ შვილებს არ აყენებდნენ შეურაცხყოფას, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ რამდენჯერმე მე ვიყავი ჩემ შვილთან ერთად, შეიძლება არ უნდა ვყვებოდე, მაგრამ რადგან ლაპარაკი დავიწყე, გეტყვით, რომ მაგალითად, ბაკურიანში ვიყავი, შვილთან ერთად, საბაგიროზე, ეს იყო დაახლოებით 2006 ან 2007 წელი და ისეთი გინება წამოვიდა გვერდით საბაგიროდან, ვიღაც ტიპებისგან, რომ ჩემი დაცვის წევრმა მკითხა, ხომ არ მივიდე და დაველაპარაკოო, მე ვუთხარი – არც გაბედოთ! ”

წინა სტატია,,ჩემი ოჯახის წევრებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან კომუნიკაცია აკრძალული ჰქონდათ” – მიხეილ სააკაშვილი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება
შემდეგი სტატიაექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, ქვეყანას ახლა საყოველთაო ეროვნული შერიგება სჭირდება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური