არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს – პრემიერი ტვ პირველზე

0
293

არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ „პირველთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის მხრიდან ტელევიზიაში არავითარი შეჭრა არ იგეგმება.

„რაც შეეხება ტვ „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მთავრობა აპირებს რომელიმე ტელევიზიაში ან მათ ტელევიზიაში შეჭრას, ეს არის აბსოლუტურად ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ეს არის აბსურდი, არავითარი შეჭრა არ იგეგმება მთავრობის მხრიდან. მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ დღეს 2021 წელია, ეს არ არის 2007 წელი, როდესაც მოხდა “იმედის“ დარბევა და შეჭრა „იმედში“. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩავტოვეთ და დავასრულეთ 2012 წელს. აქედან გამომდინარე, არავითარი საფუძველი პანიკის და განგაშის არ არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, „ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს. აღნიშნულთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძიება კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერისა და მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენების ფაქტებზე დაიწყო.

წინა სტატიაეს რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა – ღარიბაშვილი აუდიოჩანაწერებზე
შემდეგი სტატია“ღარიბაშვილი ტყუის. 2010 წელს ფონდ ქართუსთან ურთიერთობა სრულად გაწყვეტილი იყო” – გიგი უგულავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური