მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,TV პირველში შეჭრაზე ლაპარაკი არ არის'' - სოზარ სუბარი

,,TV პირველში შეჭრაზე ლაპარაკი არ არის” – სოზარ სუბარი

Published on

ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, TV პირველში შეჭრაზე ლაპარაკი არის “უბრალოდ ტყუილი და ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა”. იგი იმედს გამოთქვამს, რომ ამ “აწეული ხმაურით” ოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლას არ ეცდება.

“არანაირ შეჭრაზე ლაპარაკი არ არის. ეს არის უბრალოდ ტყუილი, გამოგონილი, რაღაც ტემპერატურის აწევის მორიგი მცდელობა, ისევ ისე, როგორც იყო ფალსიფიცირებული ჩანაწერები, რომლებიც გამოქვეყნდა.

,,მე წეღან ვთქვი, რომ ოპოზიცია ეცდება ახლა გამოაგოროს ახალი თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკებების ჩაშლას. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს თქვეგან აწეული ხმაური გამოდის ზუსტად ის თემა, რომლითაც ეცდებიან მოლაპარაკებების ჩაშლას. იმედია, ასე არ არის. იმედია, ამ შემთხვევაში ოპოზიციის წისქვილზე წყალს არ ასხამთ და ოპოზიციის ნარატივს არ აჟღერებთ. რადგან გამოძებას ითხოვდით თქვენც და მთელი ოპოზიციური სპექტრიც, კარგი იქნება თანამშრომლობა. სხვანაირად გამოძიება ფაქტების გარეშე არ არსებობს”, — თქვა მან.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...