ოფიციალური სასამართლოს განჩინებით გამყარდა მოლოდინი იმისა, ტვ პირველი შესაძლოა ძალიან მალე ხელისუფლების შტურმის მსხვერპლი გახდეს

0
360

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ შტურმით ამჯერად უკვე ტელევიზიაზე მიიტანოს და მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი განჩინება პროკურატურისთვის ამ მიზნით “ანთებული მწვანე შუქია”.

საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს, ან ორგანოს, ამ შემთხვევაში პროკურატურას უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ახალ ეტაპზე გადავიდა როდესაც ჟურნალისტების დასჯის საგანს წარმოადგენს ტელევიზიებში შესვლა, მუშაობის პარალიზება, დასაშინებლად მათი სამუშაო სივრციდან კომპიუტერების ამოღება ან ა.შ. რომ მედიამ ვეღარ მოახერხოს ოპერირება. ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე ოფიციალური სასამართლოს განჩინებით.” ამბობს ნოდარ მელაძე “მთავარი არხის” ეთერში.

მელაძემ “დღის სტუმარში” საუბრისას ის პრაქტიკაც განმარტა, რომელიც ამა თუ იმ მედიიდან, სასურველი მასალის ამოღების შემთხვევაში ხდება,. როგორც ის ამბობს, სახელმწიფო უწყებები ასეთ დროს მიმართავენ წერილობით და გონივრულ ვადაში ტელევიზია გადასცემს სასურველ მასალას, თუმცა ახლა, როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, პროკურატურას ტვ პირველისთვის არ მიუმართავს და პირდაპირ სასამართლოს გამოაწერინა განჩინება : “მომეცით უფლება ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდეო” ამბობს ნოდარ მელაძე.

მისი თქმით, რეალურად პროკურატურის მიზანი წყაროზე გასვლაა .

სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების უფლება მისცა.

წინა სტატია,,TV პირველში შეჭრაზე ლაპარაკი არ არის” – სოზარ სუბარი
შემდეგი სტატია,,საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი” – პროკურატურა უკან იხევს?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური