ნოდარ მელაძე: ,,ამ განჩინების მიზანია მედიის ტერორი და დაშინება”

0
322

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელიმა ნოდარ მელაძემ ტვ პირველის ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსამართლის მიერ გაცემული განჩინებით, პროკურატურას მომდევნო 30 დღის განმავლობაში  ნებისმიერ წუთს შეუძლია შევიდეს “ტელეკომპანია პირველში” და იძულებითი, პროპორციული ზომების გამოყენებით,  მათთვის სასურველი მასალის ამოიღოს

პროკურატურა ამბობს ტყუილს, როდესაც გვეუბნება, რომ თითქოს არ არსებობდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი რომ გამოძიების ფარგლებში მათ განეხორციელებინათ ჩანაწერების ავთენტიკურობის დასადგენად აუდიომასალის მოპოვება. აქ არ წერია ის, რომ მათი განზრახვა იყო საგამოძიებო რეპორტაჟში გასული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა. მოსამართლის ამ განჩინებით ცხადი ხდება, რომ იმ ინფორმატორის დადგენა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სისტემა ემხილებინა და ამ ადამიანზე პირდაპირი ან ირიბი გზებით გასვლა  -თქვა ნოდარ მელაძემ. 

“გვრჩება აღქმა, რომ მოსამართლის ამ განჩინების მიზანს წარმოადგენდა მედიის ტერორი და დაშინება, რომ ჩვენ არ მოვამზადოთ და არ გამოვიძიოთ ამბები, რომლებიც ხელისუფლებას უქმნის დისკომფორტს. სანამ ჯერ კიდევ შეგვიძლია, სანამ ეს არხი ეთერში უჩვენებს და ასე იქნება კიდევ დიდხანს, ჩვენ აუცილებლად იმავე რეჟიმით მაუწყებლობას, რომელ რეჟიმშიც ვმაუწყებლობდით დღევანდელ დღემდე იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ დღეს ყველა ჟურნალისტის პროფესიული მოვალეობაა მოიკვლიოს, გამოიძიოს და და მაყურებელს უჩვენოს ფაქტები, რომლებიც მათ გარშემო ხდება და მათ ცხოვრებაზე აისახება”, — განაცხადა ნოდარ მელაძემ 
 

წინა სტატიარა ხდება სოხუმში? ასლან ბჟანიას სასახლესთან მისი მომხრეები არიან შეკრებილი. ოპოზიციის მოსალოდნელი შეტევის მოგერიებისთვის მილიციაა მობილიზებული
შემდეგი სტატიაTV პირველი სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებს – ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური