ინგა გრიგოლია: ხელისუფლება ვერასოდეს დახურავს TV პირველს

0
259

TV პირველის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლიტიკური ტოქშოუების წამყვანი ინგა გრიგოლია ხელისუფლებას მიმართავს, რომ ვერასოდეს დახურავს TV პირველს:

„გავლილი გვაქვს ყველაფერი, ვართ ძალიან გამოწრთობილი თაობა ამ ბრძოლისთვის რომ ვიყოთ მზად და გაძლევთ პირობას, არ დავთმობთ, არც ერთი წამით ამ ტელევიზიას. რომელიც აი ამ ხელებით გვაქვს აშენებული ამ სტუდიაში, როცა ორი მიკროფონი იყო და მართლა ორი კამერით როცა ვმაუწყებლობდით. ამიტომ, გითხრათ, რომ არ ველოდითთქო მოგატყუებთ, რასაკვირველია ველოდი, რასაკვირველია ამ ჩანაწერების გასაჯაროვების შემდეგ ველოდი ძალიან დიდ შემოტევას ტვ პირველზე და დღეს რაც არ უნდა ენა მოიჩლიქონ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და საზოგადოებას უთხრან პროკურატურის ორი სხვადასხვა განმარტებით, რომ უი, არა შეჭრა თურმე არ იგეგმება ტვ პირველში, მაშ მე მაქვს კითხვა, რას ნიშნავს ჩანაწერი იძულებით შესვლასთან დაკავშირებით. წინააღმდეგობის შემთხვევაში იძულებით პროპორციული ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით…რას ნიშნავს იძულების პროპორციული ზომის მწვანე შუქის ანთება?

არ გამოგივათ, გაძლევთ ამის პირობას“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ TV პირველში გამართულ ბრიფინგზე.

წინა სტატიავატო წერეთელი: ხელისუფლება გავიდა ყველანაირი კანონის ჩარჩოებიდან, მაგრამ გამორიცხულია შეძლოს ტელეკომპანია „პირველის“ ჩაქრობა
შემდეგი სტატიაეს უკვე ხულიგონობაა, ჟურანლისტობა საერთოდ არ აქ არაფერ შუაშია – მიტროპოლიტი იოანე ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური