მთავარისიახლეებისაზოგადოებაგვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსვერპლი - ნოდარ მელაძე

გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსვერპლი – ნოდარ მელაძე

Published on

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ შტურმით ამჯერად უკვე ტელევიზიაზე მიიტანოს და მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელი განჩინება პროკურატურისთვის ამ მიზნით “ანთებული მწვანე შუქია”.

საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელ პირს, ან ორგანოს, ამ შემთხვევაში პროკურატურას უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში გამოიყენოს იძულების პროპორციული ზომა.

როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ახალ ეტაპზე გადავიდა როდესაც ჟურნალისტების დასჯის საგანს წარმოადგენს ტელევიზიებში შესვლა, მუშაობის პარალიზება, დასაშინებლად მათი სამუშაო სივრციდან კომპიუტერების ამოღება ან ა.შ. რომ მედიამ ვეღარ მოახერხოს ოპერირება. ჩვენ რა თქმა უნდა გვქონდა მოლოდინი, რომ ვიქნებოდით ხელისუფლების შტურმის მსვერპლი და ეს შტურმი დადგა ძალიან მალე ოფიციალური სასამართლოს განჩინებით.” ამბობს ნოდარ მელაძე “მთავარი არხის” ეთერში.

მელაძემ “დღის სტუმარში” საუბრისას ის პრაქტიკაც განმარტა, რომელიც ამა თუ იმ მედიიდან, სასურველი მასალის ამოღების შემთხვევაში ხდება,. როგორც ის ამბობს, სახელმწიფო უწყებები ასეთ დროს მიმართავენ წერილობით და გონივრულ ვადაში ტელევიზია გადასცემს სასურველ მასალას, თუმცა ახლა, როგორც ნოდარ მელაძე ამბობს, პროკურატურას ტვ პირველისთვის არ მიუმართავს და პირდაპირ სასამართლოს გამოაწერინა განჩინება : “მომეცით უფლება ტელევიზიაში ძალის გამოყენებით შევიდეო” ამბობს ნოდარ მელაძე.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...