მთავარისიახლეებისაზოგადოება"ღამე ოთახში შემოიპარა და პირზე ხელი ამაფარა"- აბაშაში მომხდარი გაუპატიურების დეტალები

“ღამე ოთახში შემოიპარა და პირზე ხელი ამაფარა”- აბაშაში მომხდარი გაუპატიურების დეტალები

Published on

60 წლამდე ქალის გაუპატიურებაში მისი 40 წლის მეზობელია მხილებული. როგორც დაზარალებულის  მეზობლები ყვებიან, მამაკაცი ღამე ქალის ოთახში შეიპარა, პირზე ხელი ააფარა და ძალის გამოყენებით მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა.

„ნაინსულტარი ქალის, გადაადგილებაც კი უჭირს. ღამე ოთახში შემოიპარა, პირზე ხელი ამაფარა და აი, ეს ჩაიდინაო. უთქვამს, ხმა არსად ამოიღოო, მაგრამ როგორ დამალავდა ასეთ რამეს. კი გაირკვა ყველაფერი, მაგრამ ის უკვე გაქცეულია და სადღაც იმალება“, – ყვებიან მეზობლები.

აბაშაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო,  რაც გაუპატიურებას გულისხმობს. დამნაშავე დაკავებული არ არის, თუმცა პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...