ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გაიქცა

0
479

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლინიკა თვითნებურად დატოვა კოვიდადასტურებულმა პაციენტმა, რომელიც სამედიცინო ცენტრში დღეს შეიყვანეს.

“შუახანს გადაცილებული ქალბატონი მოყვანილ იქნა კლინიკაში ალკოჰოლური სიმთვრალით, ტესტირებისას დაუდასტურდა კოვიდინფექცია, შეთავაზებულ იქნა კვლევები და ჰოსპიტალიზაცია, რაზეც უარი განაცხადა და თვითნებურად დატოვა კლინიკა.”- განაცხადა კლინიკის დირექტორმა სულხან ორჟონიამ. მისივე განმარტებით ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინეს პოლიციას.

როგორც გაირკვა, გაქცეული პაციენტი სამართალდამცავებმა მალევე იპოვეს ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის ამჟამად თერჯოლის კოვიდცენტრშია გადაყვანილი.

წინა სტატიაორკესტრირებული მუსიკა ა ლა ბერა, მთავარი დირიჟორის ხელების ქნევა და ჩრდილოეთ კორეის სტილის პოლიტიკური ელიტა
შემდეგი სტატიასამეგრელოში 60 წლის ქალზე სექსუალურად მეზობელმა იძალადა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური