“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც პოლიციამ ხუთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა

0
397

ხმაური და დაპირისპირება იყო “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც პოლიციამ ხუთი სამოქალაქო აქტივისტი დააკავა. დაკავებული არიან  ნიკა ნარსია, კახა კეკვესკირი, ბექა პაპაშვილი და რამაზ აივაზაშვილი – სავარაუდოდ, მათ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. 

“დაკავება ჩვეულებრივი პროტესტის გაოხატვას მოჰყვა, ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართული ოცნება აგონიაშია, ჩვენი მეგობრები გადაყვანილი არიან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში და ჩვენ ვაპირებთ იქ მისვლას, მათი გათავისუფლების მოთხოვნით”, – თქვა ერთერთმა სამოქალაქო აქტივისტმა.

როსტომ მეფის სასახლესთან ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია. 

შეგახსენებთ, როსტომ მეფის სასახლეში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობდა. პარალელურად, სამოქალაქო აქტივისტები იქვე მართავდნენ აქცია პერფორმანსს “ბერა, მიაფსი მამაშენს”. 

წინა სტატიამორაგბეებისა და გულშემატკივართა დიდი ჯგუფი რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევის პროცესს აპროტესტებს
შემდეგი სტატიაპრემიერმა ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური