ორკესტრირებული მუსიკა ა ლა ბერა, მთავარი დირიჟორის ხელების ქნევა და ჩრდილოეთ კორეის სტილის პოლიტიკური ელიტა

0
447

ქართული ოცნების შემადგენლობა ბერა ივანიშვილის ინტერვიუს იმედის არხზე ორკესტრირებულად გამოეხმაურა როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. ელისო ბოლქვაძე უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე სულ ბერას ოპუსების გრიალით შევიდა- დემონსტრაციულად უსმენდა ამ ჩანაწერებს  მანქანაში.

ელისო ბოლქვაძეე რომ ასეთი ორკესტრისა და ორესტრირების დონეზე დაეშვა, აღარავის უკვირს, აი რა რჯის ფრიად სოლიდური ჰაბიტისის მქონე დავით სერგეენკოს, რომ მუცლით ცეკვას მიჰყოს ხელი, უფრო ძნელად აღსაქმელია

ქართული ოცნების დეპუტატი დავით სერგეენკო: ყველა მათგანმა, ამ მონაწილეებმა გააკეთეს განცხადებები, რომ ეს [ჩანაწერები] არის 10-11 წლის წინანდელი ამბავი, სადაც მონაწილეობს 16 წლის მოზარდი და ადამიანები, რომლებიც მაშინ არ იყვნენ საჯარო მოხელეები. […] რაც შეეხება იმას, რომ ესა თუ ის ადამიანი, იქნება ეს ბერა თუ ვინმე სხვა, ამბობს, რომ თუკი მის ოჯახს შეურაცხყოფას მიაყენებენ და ამაზე შეურაცხმყოფელს პასუხს მოთხოვს, ეს არანორმალური არ მგონია, ჩვეულებრივი ამბავი მგონია, იქ არ ყოფილა გაჟღერებული, რომ შურს იძიებს ან რაიმე სხვას გააკეთებს…

ქართული ოცნების დეპუტატი, დავით კაჭარავა: მანამდე რასაც ვფიქრობდი, რეალურად ის დაადასტურა მისმა სიტყვებმა, რომ ეს იყო 10 წლის წინ რაღაც ჩანაწერი. ადამიანმა თავის დაცვის უფროსს დაურეკა და ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. მან ფაქტობრივად დაადასტურა, ასეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ასეთი საუბარი იყო, მაგრამ კონკრეტულად ეს იყო ფაბრიკაცია თუ არა, ასეთი პასუხი არ გაუცია…

ქართული ოცნების ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე: ბერამ რაც ისაუბრა ეს მე მგონი, თითოეული ქართველისთვის, თითოეული კაცისთვის არის გასაგები. გვაყენებენ შეურაცხყოფას, აყენებენ ჩვენი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფას, რა თქმა უნდა, ამაზე გვაქვს რეაქციები. ამაზე განმარტებები გააკეთა ბერამაც. მას არ უთქვამს რომ ეს ფაბრიკაცია არ არის… 

“​ქართული ოცნების” წევრი მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ თუ უცნობი ადამიანი მას შეურაცხყოფას მიაყენებს, ის ბერას მსგავსად, პასუხს მოთხოვს. როგორც ყაველაშვილი ამბობს, “გასაკვირი არაფერია”. “თქვენ გგონიათ არ მაგინებენ? განახოთ ახლა ჩემი სოციალური ქსელები რა დღეში არიან? გატარებას რას ეძახით ახლა, პასუხი შეიძლება.. მე ახლა ვიღაც უცნობი ადამიანები… ვინც მიცნობს და თუ მოვა და შეურაცხყოფას მომაყენებს, რა თქმა უნდა, პასუხს მოვთხოვ რა არი გასაკვირი ამაში”, – თქვა ყაველაშვილმა.

ყველა ეს ადამიანი და ისინიც, ვინც მედიასთან ამ ,,სასახელო” მჭევრმეტყველებით არ წარმდგარა, უთუოდ დაამშვენებდნენ ჩრდილოთ კორეის პოლიტიკურ ცხოვრებას, მაგრამ ჯერჯერობით აქა აქვთ საქმე – მთავარი დირიჟორის ხელების ქნევას უნდა შეუწყონ დაკვეთილი მუსიკა

წინა სტატიაპრემიერმა ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობიდან გადააყენა
შემდეგი სტატიაზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლიდან კოვიდინფიცირებული პაციენტი გაიქცა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური