მოტეხილობა, დაჟეჟილობა, ხერხემლის დაზიანება – ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებულთაგან ერთი ადამიანი თბილისში გადაიყვანეს

0
876

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას დაშავებული ერთ-ერთი ჟურნალისტი თბილისში ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მორიგე ექიმის ლევან ქობალიას განცხადებით, მარტვილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილ ერთ-ერთ დაშავებულს „პოსტ ტვ“-ის ჟურნალისტს სოსო ხოფერიას დაუდგინდა წელის მეოთხე მალის მოტეხილობა, ის თბილისში, ნიუ- ჰოსპიტალში გადაყვანეს.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, „ტვ პირველი“-ს ჟურნალისტს პაპუნა შუშანიას, კოჭის ძვლის მოტეხილობა აქვს. თუმცა ის საკუთარი სურვილით ბინაზე გაეწერა და სახლში განაგრძობს მკურნალობას. დაშავებულებს შორისაა „ტვ პირველის“ ოპერატორი, რომელსაც დაზიანება აღენიშნება შუბლის არეში და აქვს თავის ტვინის შერყევა.

მარტვილში დაპირისპირებისას დაშავდა “რუსთავი 2-ის” ოპერატორი დავით კონჯარია, რომელსაც დაუზიანდა მარჯვენა ხელი. ფორმულას ოპერატორმა იაგო ვეკუამ მიიღო ტვინის შერყევა, ხოლო “მთავარი არხი”-ს ოპერატორმა ზვიად აბლოთიამ სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის დაბეჟილობა. დაშავებულები სახლში განაგრძობენ მკურნალობას.

სულ ექვსი დაშავებული გადაიყვანეს კლინიკაში. პაციენტებმა გამოკვლევების საფუძველზე დატოვეს საავადმყოფო.

წინა სტატიამარტვილში დაშავებული “რუსთავი 2-ის” ოპერატორი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატია“გამოდი ღირსებისთვის” – მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური