მთავარისიახლეებისაზოგადოებაკომენდანტის საათი არ მოიხსნება - ამირან გამყრელიძე

კომენდანტის საათი არ მოიხსნება – ამირან გამყრელიძე

Published on

,, ერთდროულად ამდენი შემსუბუქება არაა სასურველი. ჩვენ თითოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ 1-2 კვირა და ამის შემდეგ მივიღოთ შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, დღეს არ ჩაითვალა ეს [საჭიროდ], მაგრამ თუ ჩვენ ამ ჩარჩოებში ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, ეს საკითხიც დადგება… – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გადაადგილების შეზღუდვა ქვეყნის მასშტაბით კვლავ ძალაშია. კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, უფრო ყურადსაღებია პირბადის ტარების საკითხი.

,,ელსმეტრიკის ინსტიტუტთან ერთად  ჩვენ ვაკვირდებით პირბადის ტარების მაჩვენებელს ქვეყანაში. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვიყავით თითქმის 75%-ზე  ასული და შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით, ეს არის 43 %, რაც ძალიან ცუდია…

იცით, რომ თუ ეს 95%-მდე ავიყვანეთ, ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება ქვეყანაში და ნაკლები დაზიანება გვექნება მოსახლეობაში. ამიტომ, მედიას გთხოვთ, რომ პირბადეზე გავამახვილოთ განსაკუთრებული ყურადღება. 43%-ზე ჩამოსვლა, ჩათვალეთ, რომ არის საგანგაშო, განსაკუთრებით, ამ შემსუბუქებების ფონზე, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ეპიდსიტუაციის სერიოზულ გაუარესებამდე…” 0 განაცხადა მან.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...