“გამოდი ღირსებისთვის” – მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს აქცია გაიმართება

0
306

“გამოდი ღირსებისთვის” – დღეს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება. აქტივისტები რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული ფარული აუდიო ჩანაწერის შინაარსს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ამ შესაძლო დანაშაულისთვის ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი, ვინც ჩანაწერში ფიგურირებს.

“მას შემდეგ რაც, ტვ პირველის ეთერში გავიდა აუდიოჩანაწერები, სადაც დასტუდება,რ ომ ივანისვილის მანიაკების ოჯახი მართავს ქვეყანას, მოძრაობა “საქართველოსთვის” უწყვეტად მართავს აქციებს. კანცელარიასთან 15:00 საათზე გაიმართება აქცია სახელწოდებით “გამოდი ღირსებისთვის”. ესაა ჩვენი ღირსების საქმე და უნდა დავდგეთ ერთად”, – ამბობს, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, გიორგი მუმლაძე.

მათი თქმით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. აქტივისტები მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ და დემოკრატიის დაცვისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, 6 მარტს, “TV პირველმა” აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

წინა სტატიამოტეხილობა, დაჟეჟილობა, ხერხემლის დაზიანება – ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებულთაგან ერთი ადამიანი თბილისში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 129, გარდაიცვალა 10 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური