მეუფე სტეფანე მარტვილში მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს

0
455

მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი მარტვილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ეპარქიის რეზიდენციაში იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსიც.

მიტროპოლიტი სტეფანე  რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ ფორმატში ხვდებოდა სასულიერო პირებს ადგილობრივი ეპარქიიდან. რეზიდენციასთან შეკრებილი მრევლი, რომელიც ახალი მმართველის გადაწყვეტილებას და ორი დიაკვნისთვის მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებდა, ცდილობდა ოთახში შესვლას. მრევლსა და სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებისა და მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს შენობის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტები და ოპერატორები. დაპირისპირების დროს, აივანზე ხის მოაჯირი ჩამოპინგრა და იქ მყოფი ადამიანები მოიყოლა. რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ასევე გადავარდნენ “მთავარის”, “ტვ პირველის” , “რუსათავი 2”-ის და “ფორმულას” ოპარატორები.ტვ პირველია და რუსთავის 2-ის ოპერატორები გადაყვანილი არიან საავადმყოფოში და მათ ამ წუთებში კვლევები უტარდებათ

წინა სტატიამარტვილის ეპარქიაში პოლიციაა მობილიზებული – მრევლი მიტროპოლიტ სტეფანეს გადაყენებას ითხოვს
შემდეგი სტატიამარტვილში მომხდარი ინციდენტისას ტვ პირველის ოპერატორმა და ჟურნალიტმა დაჟეჟილობა და თავის მსუბუქი ტრამვები მიიღეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური