მარტვილის ეპარქიაში პოლიციაა მობილიზებული – მრევლი მიტროპოლიტ სტეფანეს გადაყენებას ითხოვს

0
325

ამ დრომდე დაძაბულობაა მარტვილის ეპარქიაში. მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს მოაჯირი ჩაინგრა – დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები. ამ დროისთვის მძიმეა ტვ პირველის ოპერატორის ალეკო ხაზალიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. დაშავდნენ ასევე ტვ პირველის ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და რუსთავი 2-ის ოპერატორი დათო კონჯარია. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მარტვილის საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ კვლევები უტარდებათ. დაპირისპირება მარტვილის ეპარქიაში იმ დროს მოხდა, როცა მღვდელმსახურება შეჩერებული ორი სასულიერო პური და მათი მრევლი მეუფე სტეფანესგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

წინა სტატია,,ათასი მშობლის მარშს’’ ზუგდიდიც შეუერთდა [Video]
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე მარტვილში მომხდარ ფაქტზე კომენტარს არ აკეთებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური