დღეიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება

0
312

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 მარტიდან საქართველოში შეზღუდვების ნაწილი მოიხსნება.

მათ შორის, 8 მარტიდან:

სამთო კურორტებზე საბაგიეროები გაიხსნება;

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ (შაბათ-კვირის გარდა);

არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც მოლები, ასევე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ.

ძალაში რჩება ღამის საათებში, 21:00-დან 05:00 საათამდე, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ რესტორნები სტუმრების მიღებას შიდა სივრცეებშიც შეძლებენ, მომღერლებს რესტორნებში სიმღერა აპრილამდე ისევ ეკრძალებათ. ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსით 147 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 15 , ხოლო გამოჯანმრთელდა 193 პაციენტი
შემდეგი სტატიავასილ მაღლაფერიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დატოვა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური