ქვეყანა მანიაკების ხელშია -პოლიტიკოსების რეაქცია ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერებზე

0
308

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას მოითხოვს. სანამ რიგგარეშე არჩევნები იქნება ეს საზიზღრობა, პრემიერად წოდებული, უნდა გადადგეს. ამას ხელი ვინ უნდა ჩამოართვას”, – წერს გიგი უგულავა. .აღნიშნული განცხადება მან „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ გააკეთა

.ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე ქართველ ხელოვანებს მიმართავს და აცხადებს, რომ ქვეყანა „მანიაკების ხელშია ჩავარდნილი“.

“ვინც ჯერ კიდევ ფრთხილობდით, დღეს ხომ უკვე ყველანი დარწმუნდით, რომ ცუდზე და უნიათოზე აღარ გადის ზღვარი. ქვეყანა ჩავარდნილია მანიაკების ხელში. ყველამ ამოვიღოთ ხმა! ქართველი ხელოვანები და ყველა პროფესიის ადამიანები უნდა გავერთიანდეთ, ჩვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გაგვიკეთებს, სხვა ვერ შეგვიცვლის ამ საგანგაშო ვითარებას! საქართველო გადასარჩენია!”- წერს  პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში.

“გამოძიება უნდა დაიწყონ, უნდა დაკითხონ ბატონი ბერა ივანიშვილი, ბატონი ღარიბაშვილი, ბატონი ჩუბინიძე. მათი სტანდარტით, უნდა დაკითხონ ეს ხალხი და ახლავე უნდა წაუყენონ ბრალი.  ეს რეაქცია არის რეჟიმის მორიგი პოლიტიკური განაჩენი. ეს ხალხი ყველანაირი თვალსაზრისით საშიშია საქართველოს მომავლისთვის”. – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი,გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე საუბრისას..

,,2010 წელიაო. დავუშვათ.
2010-ში თუ ასე იქცეოდნენ, ახლა როგორ იქცევიან, წარმოგიდგენიათ?
ჩუბინიძე თუ ასე იქცევა, ფარცხალაძე როგორ იქცევა, წარმოგიდგენიათ?
ბერას ნათქვამზე თუ ასე იქცევიან, ბიძინას ნათქვამზე რას იზამენ, წარმოგიდგენიათ?
ფეისბუქზე შეურაცხმყოფელ კომენტარზე თუ ასე რეაგირებენ, მათ ძალაუფლებას როცა საფრთხე ემუქრება, მაშინ რაზე არიან წამსვლელები, წარმოგიდგენიათ? – წერს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე 

წინა სტატიაბერა ივანიშვილი – ნაძირალა, რომელიც ბავშვებთან გასწორებითაა დაკავებული უმაღლესი თანამდებობის პირების მეშვეობით
შემდეგი სტატიანოდარ მელაძე: თუ ჩვენი გუნდის რომელიმე წევრი თავდასხმის ობიექტი გახდება, მთელი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური