ბერა ივანიშვილი – ნაძირალა, რომელიც ბავშვებთან გასწორებითაა დაკავებული უმაღლესი თანამდებობის პირების მეშვეობით

0
400

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მედიაში გავრცელებული ჩანაწერები, სადაც ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას ათანხმებენ და .სადაც მათ ხმებთან ერთად ანზორ ჩუბინიძის ხმაც ისმის, ფაბრიკაციაა, 2010 წლის არაერთი ჩანაწერისგანაა “აწყობილი” და სხვა არაფერია, თუ არა  საინფორმაციო ტერორი, რომელსაც ოპოზიცია ეწევა. 

მდინარაძის ამ განცხადებას ეხმაურება “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

,,რომელი წელია, ეს არაფერს ცვლის.ეს ნებისმიერ შემთხვევაში ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ ბერა ივანიშვილი არის კაციჭამია, ავადმყოფი ნაძირალა, რომელიც პატარა ბავშვებთან გასწორებითაა დაკავებული უმაღლესი თანამდებობის პირების მეშვეობით, – ამბობს  იგი

მისივე თქმით, ჩანაწერში არსებული რამდენიმე დეტალის გარკვევა “მთავარმა არხმაც” მოახერხა და ეს დეტალები მაყურებელს წარმოდგენას შეუქმნის, რომელ წელს არის ეს ჩანაწერი გაკეთებული. 

სახელდობრ, ნიკა გვარამია ყირადღებას ამახვილებს ერთერთ დეტალზე, რომლის თანახმად ტვ პირველის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო ზუმერზე “ტრი-ს” დაყენებას სთხოვს. 

– “ტრი დაიყენე ზუმერად.. რო დაგირეკავენ მინისტრები და ეგ რო ჩაირთვება.. დაიყენე რა ტრი რაა..
– დავიყენებ ძმაო, მკიდია, კიდევაც დამირეკონ”, – ისმის ჩანაწერში. 

სიტყვა “ტრი”, რომელიც ჩანაწერში არაერთხელ ისმის, მისი თქმით, ადასტურებს იმას, რომ  ეს 2017 წლის ჩანაწერია, რადგან ამ წლით დათარიღებული ბერას კლიპიდან არის ამოღებული .

ნიკა გვარამია საავტორო გადაცემაში “მთავარი აქცენტები” მადლობას უხდის ტელეკომპანია პირველს, გადაცემის ავტორს, ნოდარ მელაძესა და ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს  და ამბობს, რომ მათ ,,ნიღაბი ჩამოაფხრიწეს იმას, რაც ვიცოდით, მაგრამ სულ სხვა ეფექტურობით და სულ სხვა ემოციით მოიტანა ეს ყველაფერი ჩვენამდე. იქნებ, ამან ჩვენზე იმოქმედოს და იქნებ გამოგვაფხიზლოს ყველანი და გვათქმევინოს საკუთარი თავებისთვის, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება! , – ამბობს ნიკა გვარამია. 

წინა სტატიამამიკოს ბიჭი ბერა საქართველოს საიმედო შვილებზე პრემიერს და ძალოვანებს გეშავს
შემდეგი სტატიაქვეყანა მანიაკების ხელშია -პოლიტიკოსების რეაქცია ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საუბრის ჩანაწერებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური