რით ემუქრებიან მედიას კაპიტონები?- ჟურნალისტი ემა გოგოხია მესტიის მერის მხრიდან აგრესიის სამიზნე გახდა

0
1315

“მთავარი არხის” ჟურნალისტი ემა გოგოხია მესტიაში, ადგილობრივი მაღალჩინოსნების აგრესიის სამიზნე გახდა.

ემა გოგოხია მესტიაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ანგარიშთან დაკავშირებით რეპორტაჟის მოსამზადებლად ჩავიდა. ანგარიშში საუბარი იყო მესტიის მერის, მაჟორიტარი დეპუტატისა და მათი გარემოცვის მხრიდან სავარაუდო კორუფციულ სქემაში ჩართულობის შესახებ.

მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ბოლოს კი ქვეყნის დასატოვებლად ფულიც შესთავაზა. 

სატელეფონო ჩანაწერში, რომელიც პოლიციას სრული სახით უკვე გადაეცა, ისმის, რომ ჟორჟოლიანი ემა გოგოხიას აგინებს და ემუქრება.

“ემა, შენი დედა მო***ან, ემა. თუ შეიძლება, ცოტა თავი შეიკავე ცუდი ქმედებისგან.. არ დამენახო საერთოდ, წადი ქვეყნიდან, ფულს მოგცემ!”

ჟურნალისტის შეკითხვას: “ეს საუბარი თქვენ უხერხულობას არ გიქმნით?“, მესტიის მერი პასუხობს: “არანაირ უხერხულობას არ მიქმნის”, რასაც ისევ გინება მოსდევს. 

ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ, ემა გოგოხიას ავტომობილი დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ “მთავარის” ჟურნალისტისთვის მესტიის მერის მხრიდან ფულის შეთავაზება, ქვეყნიდან მისი წასვლის მიზნით, ხელისუფლების პრიმიტიული სურვილების გამოხატულებაა.

“ეს არის პრიმიტიული სურვილები ხელისუფლების მხრიდან, აგდებული დამოკიდებულება, რომ ფულს მოგცემ და წადი, ანუ, ამით იმას ამბობენ, რომ მათ აქვთ იმდენი ფული, შენ გაგიშვან ქვეყნიდან, დანარჩენს კი თვითონ მიხედავენ”, – განაცხადა ზვიად ქორიძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი”.

ზვიად ქორიძემ სოლიდარობა გამოუცხადა ემა გოგოხიას, რომელიც მესტიის მერის მხრიდან აგრესიის სამიზნე გახდა 

მომხდარს გამოეხმაურა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც მესტიის მერის უმკაცრესად დასჯა მოითხოვა. 

ამავე საკითხს გამოეხმაურა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც, რომელმაც სამართალდამცავ ორგანოებს მომხდარის მყისიერად გამოძიებისკენ მოუწოდა.

წინა სტატიარაზე იმსჯელებს დღეს ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო?
შემდეგი სტატიანიკა მელიასადმი სოლიდარობის აქცია თბილისში
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური