რაზე იმსჯელებს დღეს ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო?

0
298

“ქართული ოცნება” 19:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, პოლიტსაბჭოზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.

მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს შეკრების მიზანია, პარტნიორებისა და მეგობრების მოწოდების, თხოვნებისა და რჩევების რეალიზება მაქსიმალურად მოხდეს. 

მამუკა მდინარაძე ოპოზიციას კომპრომისისკენ მოუწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, მმართველ პარტიას ოპოზიციის მხრიდან კონკრეტული და კონსტრუქციული წინადადება არ მოუსმენია. 

ოპოზიციის მხრიდან ჩვენ კონკრეტული კონსტრუქციული ან პრაგმატული ან კომპრომისთან მიახლოებული რაიმე წინადადებაც კი არ მოგვისმენია. ჩვენ ახლა ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ: მოვიდნენ და ერთი კომპრომისი მაინც წარმოადგინონ. პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველვყოთ ჩვენი მეგობრების, პარტნიორების მოწოდების, თხოვნებისა და რჩევების, მედიატორების, მათ შორის, რეალიზაცია და პოლიტსაბჭოს შემდეგ დამატებით ინფორმაციასაც მოგაწვდით, – ამბობს მდინარაძე. 

წინა სტატიაპლებისციტი ოპოზიციის კაპიტულაციაა და ბიძინა ივანიშვილს მმართველობას გაუხანგძლივებს – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიარით ემუქრებიან მედიას კაპიტონები?- ჟურნალისტი ემა გოგოხია მესტიის მერის მხრიდან აგრესიის სამიზნე გახდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური