მთავარისიახლეებიპოლიტიკაპლებისციტი ოპოზიციის კაპიტულაციაა და ბიძინა ივანიშვილს მმართველობას გაუხანგძლივებს - შალვა ნათელაშვილი

პლებისციტი ოპოზიციის კაპიტულაციაა და ბიძინა ივანიშვილს მმართველობას გაუხანგძლივებს – შალვა ნათელაშვილი

Published on

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის პლებისციტით ან რეფერენდუმით ჩანაცვლება, ბიძინა ივანიშვილის მმართველობას გაახანგძლივებს.

როგორც ნათელაშვილი ამბობს, პლებისციტი ოპოზიციის სრულ კაპიტულაციას ნიშნავს.

ოლიგარქი კუთხეშია მიმწყვდეული და მისი პოლიტიკური დღეები ითვლება. ამ გზაზე ახალი საპარლამენტო არჩვენების მოთხოვნათა ჩანაცვლება პლებისციტით, რეფერენდუმით ან სხვა რაიმე გარეგნულად გონივრული მოტივაციით, ივანიშვილის დიქტატურას გადააქცევს გაურკვეველი ვადის მუდმივობად. აღნიშნულს პლებისციტის მოდელს, ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე, ივანიშშვილი გამოიყენებს თავის გადასარჩენად. პლებისციტზე ახლა ხელისუფლებას ვეხვეწოთ, ნიშნავს სრულ კაპიტულაციას,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა გააკეთა განცხადება, რომ ოპოზიცია ა;რავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს პლებისციტის მოდელს, რადგან ამით ივანიშვილი ცდილობს დრო მოიგოს, რათა მოისყიდოს და დააშინოს ადამიანები.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...