მამიკოს ბიჭი ბერა საქართველოს საიმედო შვილებზე პრემიერს და ძალოვანებს გეშავს

0
536

სამოქალაქო აქტივისტების აქცია “ქართული ოცნების” ოფისთან – ამ წუთებში, მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრები მმართველი პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ, სადაც შეძახილებითა და პლაკატებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ. ისინი მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს აპროტესტებენ, სადაც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ხმა ისმის. 

პირველი შემთხვევაა არაა, როცა მოვდივართ აქ და ხელისუფლების ქმედებებს ვაპროტესტებთ. ეს არის პირველი შემთხვევა, რაც ვნახე ჩანაწერებში. ამაზრზენი ფაქტი, როცა ივანიშვილის ოჯახი სხვადასხვა ძალოვან უწყებასთნ შეთანხმებით ჩაგრავს მოსახლეობას. ისინი ძალიან საშინელი სიტყვებით მოიხსენიებენ მათ და არც იარაღის გამოყენებას ერიდებიან ერთი კრიტიკული პოსტის ან კომენტარის გამო. ჩვენი მთავარი მოთხოვნისთვის ბრძოლა გაგრძელდება, ეს არის ვადამდელი არჩევნები.. ამათი დარჩენა ჩვენთვის ყველასთვის არის საფრთხე. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნები და ნიკა მელიას გათავისუფლება და ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ვანო მაღალაშვილი.

მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრის გიორგი მუმლაძის თქმით კი, საქართველოში რუსულ მმართველობას აქტივისტები არ შეეგუებიან.

სამოქალაქო აქტივისტებმა “ქართული ოცნების” ოფისთან რუსული წარწერებიც გააკეთეს. 

წინა სტატიადღეს TV პირველის ეთერში ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გადის – სახალხო დამცველი ეხმაურება ფარული ჩანაწერების საკითხს
შემდეგი სტატიაბერა ივანიშვილი – ნაძირალა, რომელიც ბავშვებთან გასწორებითაა დაკავებული უმაღლესი თანამდებობის პირების მეშვეობით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური