ფოცხოეწერში სასტუმროს ყოფილ შენობაში აფეთქება მოხდა

0
441

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში სასტუმროს ყოფილ შენობაში აფეთქება მოხდა.

ადგილობრივების ცნობით, გაზის ბალონი იმ დროს აფეთქდა როცა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშები საუზმობდნენ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ბესიკ ფარცვანიას ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“გაზის ბალონი სამზარეულოში აფეთქდა, რა დროსაც ენგურჰესზე მომუშავე მუშების ნაწილს დასრულებული ჰქონდა ვახშმობა,ნაწილი კი შენობას ტოვებდა.მზარეულებმა კი დროზე მოასწრეს ევაკუაცია,საბედნიეროდ მსხვერპლი არ გვაქვს”,-განაცხადა ბესიკ ფარცვანიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,რომ აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია.

მაშველმა-მეხანძრეებმა მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს.

წინა სტატია10 გარდაცვლილი, 390 ახალი შემთხვევა და 172 გამოჯანმრთელებული
შემდეგი სტატიასან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები COVID-19-ის ვაქცინით აცრეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური