ფოცხოეწერის დასახლებაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

0
294

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წალენჯიხაში, ფოცხოეწერის დასახლებაში,სასტუმროს შენობაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. რაც გულისხმობს, სხვისი ნივთის განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი, ან მძიმე შედეგი გამოიწვია.

წალენჯიხაში ფოცხო ეწერის დასახლებაში ყოფილი სასტუმროს შენობაში გაზის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დაიწვა და ჩამოინგრა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აფეთქება,იმ დროს მოხდა როცა ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაობზე დასაქმებული მუშების ნაწილი საუზმობდა. გაზის ბალონის აფეთქება სამზარეულოში მოხდა.

წინა სტატიასან-დიეგოს ზოოპარკში მაიმუნები COVID-19-ის ვაქცინით აცრეს
შემდეგი სტატიაPfizer-ის ვაქცინა 22 მარტის კვირაში ჩამოვა – თამარ გაბუნია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური