აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად – ოსტინი

0
343

ამერიკის თავდაცვის მდივნი, ლოიდ ოსტინი, საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან სატელეფონო საუბარს Twitter-ზე გამოიეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტირული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად რჩება.

“აშშ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად. თავდაცვის დეპარტამენტი მნიშვნელოვნად აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და უსაფრთხოების საერთო ინტერესების განმტკიცების ერთგული რჩება“, – ნათქვამია თავდაცვის მდივნის განცხადებაში.

სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია პენტაგონმაც გაავრცელა, მასში ნათვამია, რომ თავდაცვის მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავდაცვის დეპარტამენტის ძალისხმევა, რომ რუსული აგრესიის ფონზე, საქართველოს, კვლავ დაეხმაროს თავდაცვისუნარიანობის განვითარებაში.

ჯუანშერ ბურჭულაძემ და ლოიდ ოსტინმა ტელეფონით გუშინ, 4 მარტს, ისაუბრეს. უწყების ხელმძღვანელებმა ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს

წინა სტატიადღეს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს ელოდებიან
შემდეგი სტატიაიმისთვის, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდნენ, ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილონ – იენს სტოლტენბერგი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური