მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის სასამართლოში, ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

ზუგდიდის სასამართლოში, ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

Published on

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში “საქართველოს ბანკზე” შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო.

დაცვის მხარე, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, პატიმრობის გადაწყვეტილების მოხსნას ითხოვს. პროკურატურა კი აცხადებს, რომ ბადრი ესებუას პატიმრობა დაუსწრებლად უნდა შეეფარდოს.

“დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, ქალბატონმა ნატრული აკობიამ, ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. ბრალდების მხარე ითხოვს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. წარმოდგენილია ორი მტკიცებულება ერთი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასვნა, მეორე ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა. წარმოდგენილი მტკიდებულებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სასამართლომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი”, – ამბობს ადვოკატი იოსებ ჯანაშია.

შეგახსენებთ, რომ პოლიცია 5 თვეზე მეტია ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ, ბადრი ესებუას ეძებს.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...