ოპოზიცია დღეს რუსთავის ციხისკენ ავტომობილებით მსვლელობას გამართავს

0
265

ოპოზიცია დღეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდასაჭერ აქციას ისევ გეგმავს. გაიმართება მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებამდე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა მოთავსებული.

ოპოზიციამ აქციის ფორმატი შეცვალა და კანცელარიის შენობის პიკეტირება გადაიფიქრა.

“რადგან წინა დღეებში ხელისუფლებამ სპეკულაციურად თქვა, რომ წინა დღეებში რაღაც დაძაბულობას ჰქონდა ადგილი, ეს იყო ხელისუფლების პროვოკაცია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოვახდინოთ რეფორმატირება აქციების. ვარდების მოედნიდან ავტოკოლონა დაიძვრება და ციხემდე იქნება მსვლელობა და იქ გაიმართება აქცია,” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ.

მოვერიდებით ამ პერიოდის განმავლობაში ადმინისტრაციულ შენობებს, რათა პროვოკაცია არ იყოს ხელისუფლების მხრიდან და პოლიციის მხრიდან,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ.

აქციის ფორმატის ცვლილება მოლაპარაკებების განახლების შემდეგ მოხდა. ცნობილია, რომ დღევანდელ პროტესტს არ უერთდება “სტრატეგია აღმაშენებელი.”

“მოლაპარაკებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ გარკვეულ აქციებზე ვთქვათ უარი,” – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

წინა სტატიაგორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიანიკა მელია ჟიგიმანტას პავილიონისს ციხიდან მხარდაჭერისთვის მადლობას უთვლის
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური