ნიკა მელია ჟიგიმანტას პავილიონისს ციხიდან მხარდაჭერისთვის მადლობას უთვლის

0
281

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს ციხიდან მხარდაჭერისთვის მადლობას უთვლის.

როგორც პავილიონისმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა: “მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები პირდაპირ თბილისის ციხიდან. ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები, რომელიც მისმა წარმომადგენელმა გადმომცა”.

ნიკა მელია მას მადლობას უხდის იმისთვის, რომ მისი საქმე საერთაშორისო მეგობრებთან წამოწია. “რომ არა თქვენ, ეს საკითხი ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დღის წესრიგში ასე მაღლა არ იქნებოდა, ამიტომ პირადად თქვენ, კიდევ ერთხელ გადაგიხადათ ძალიან ბევრი მადლობა”, – წერს პავილიონისი.

შეგახსენებთ, რომ ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ნიკა მელიას დაპატიმრებამდე იყო ჩამოსული. ის სიტუაციის განმუხტვის მიზნით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მას შემდეგ, რაც მან “ოცნების” კრიტიკა გაააქტიურა, ირაკლი ღარიბაშვილმა მას “ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული” უწოდა.

ნიკა მელია კი 2020 წლის 23 თებერვალს დააკავეს. გამთენიას, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმი შეიჭრა, მათ დაამტვრიეს კარი და მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. მაშინ სპეცრაზმმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენა, რის გამოც ოფისში მყოფი მოქალაქეები დაშავდნენ.

ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავდა. მაშინ ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელიას დასაცავად ენმ-ს ოფისი შეიკრიბნენ. მეორე დილას გიორგი გახარია გადადგა. თანამდებობის დატოვება მან სწორედ ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირა და თქვა, რომ ამ საკითხზე გუნდში “აზრთა სხვადასხვაობა” იყო.
გახარიას გადადგომის შემდეგ, შსს-მ მელიას დაკავება “დროებით” გადადო, თუმცა, როგორც კი პრემიერმინსტრის პოსტი ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავა, “ოცნების” მთავრობამ ენმ-ს ოფისი შტურმით აიღო.

წინა სტატიაოპოზიცია დღეს რუსთავის ციხისკენ ავტომობილებით მსვლელობას გამართავს
შემდეგი სტატიაახლა ამ შეცდომის ფასს ვიხდით – პავილიონისი საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭებაზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური