გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 მარტიდან დათბება. 6 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +18, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +17 გრადუსამდე დათბება, სინოპტიკოსები ხვალ და ზეგ უნალექო ამინდს ვარაუდობენ
7 მარტს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან გავრცელდება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. მოსალოდნელია წვიმა. მთაში თოვლი, მაღალ მთაში ქარბუქი, მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოშიც . დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
თბილისს, 5-6 მარტს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +14, +16, ხოლო 7 მარტს +10, +12 გრადუსი იქნება. 7 მარტს მცირე წვიმა და ქარია ამოსალოდნელი. .