ბათუმში სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მესამე დღეა გაფიცული არიან

0
317

ბათუმში ხელვაჩაურის მიმართულებით მოძრავი 11 სამარშრუტო ტაქსის მძღოლები მესამე დღეა გაფიცულები არიან.

 ისინი მგზავრობის ტარიფების გაზრდას ითხოვენ და ამბობენ, რომ 50 თეთრი საკმარისი არ არის იმ ხარჯებისთვის და ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში საწვავის ფასი მკვეთრად გაიზრდა. მათივე თქმით, ასევე აქვთ საბანკო დავალიანებებიც რის გადახდასაც ვეღარ ახერხებენ.

მძღოლები ბათუმის მერთან შეხვედრასა და პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ არ აპირებენ სამსახურებში გასვლას. 

წინა სტატია17 000-მდე მიწისძვრა 1 კვირის განმავლობაში – რა ხდება ისლანდიაში?
შემდეგი სტატია“ის, რაც მოსკოვშიც კი მიუღებელი იქნებოდა – ქობულეთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ორ დეპუტატს უფლებამოსილება შეუწყვიტეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური