მთავარისიახლეებიპოლიტიკაახლა ამ შეცდომის ფასს ვიხდით - პავილიონისი საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭებაზე

ახლა ამ შეცდომის ფასს ვიხდით – პავილიონისი საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭებაზე

Published on

2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტზე, საქართველოსთვის MAP-ის არმინიჭება დიდი შეცდომა იყო – განცხადება ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, “ატლანტიკური საბჭოს” ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე ჩართვისას გააკეთა.

ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ ახლა ამ შეცდომის გამოსწორებისთვის კარგი დროა:

გავიხსენოთ ბუქარესტის ნატოს სამიტი. ჩვენ დავუშვით შეცდომა, როცა მოვუსმინეთ პუტინს და რამდენიმე ევროპელ მეგობარს, ვინც ბლოკავდა საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. ჩვენ ახლა ყველა ამ ფასს ვიხდით. ასე, რომ თუ ჩვენ 13 წლის შემდეგ ვისწავლეთ ამ შეცდომისგან, მოდით ყველამ ვიბრძოლოთ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. საქართველო იქნება ლაკმუსის ტესტი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკისთვის” ამბობს პავილიონისი.

ლიეტუველი პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, უარი თქვას პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და ოპოზიციონერების ციხეში ჩასმაზე.

მინდა მივმართო მათ (საქართველოს ხელისუფლებას) და ვუთხრა, თქვენ უნდა იყოთ სამაგალითო დემოკრატიის შენების გზაზე. მოუსმინეთ თქვენ ოპონენტებს ოპოზიციაში და არ ჩასვათ ციხეში ისინი. დასხედით და ესაუბრეთ მათ ყველაფერზე, იყავით ლოიალური მედიასთან და არ ჩასვათ ციხეში ის, ვინც ცდილობს სიმართლე გააშუქოს და ბოლოს, გთხოვთ, თავს არ დაესხათ ისეთ მეგობრებს, როგორიც მე ვარ იმიტომ, რომ ამით თქვენ თავს ესხმით მათ, ვინც თქვენთვის ყოველდღიურად იბრძვის” ამბობს პავილიონისი

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...