გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დარბევის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს

0
307

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გორში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი – 1996 წელს დაბადებული თ.ა. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, გორში პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის მინები დააზიანა”, – წერია უწყების განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებული კიდევ 2 პირია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინა სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 25 შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაოპოზიცია დღეს რუსთავის ციხისკენ ავტომობილებით მსვლელობას გამართავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური