დღეს საქართველოში COVID-19-ის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 119 პირი

0
280

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 119 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 9 გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 271 739;
გამოჯანმრთელებულია – 265 805;
გარდაცვლილია – 3 541;
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 25 349, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 742, PCR ტესტით – 10 607
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 1,42%, ბოლო 14 დღის – 1,7%; ბოლო 7 დღის – 1,3%;
კარანტინის რეჟიმში – 258
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1 477
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 151
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 115 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 91 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 2,5 მილიონზე მეტი.

წინა სტატიასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 25 შემთხვევა დაფიქსირდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური