სირცხვილის დერეფანი პარლამენტთან

0
357

ყველა ავტომანქანას, რომელიც შედის პარლამენტის ეზოში, აქციის მონაწილეთა ის ნაწილი, რომელიც პიკეტს სამანქანო შესასვლელთან მართავს, შეძახილებით: “მონა!” აცილებენ. 

პოლიციელთა მობილიზება აქტივისტებს არ აძლევს საშუალებას, ტროტუარს იქეთ გადავიდნენ და მათი სიმრავლის მიუხედავად, არც იმის ნება დართეს, რომ გზა გადაეკეტათ. 

აქტივისტებს თან აქვთ ტრანსპარანტები, დროშები და საყვირები. აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან პოლიციამ უკვე გაიყვანა, თუმცა, ჯერ არაა დაზუსტებული, ეს დაკავება იყო თუ გარიდება. 

შეგახსენებთ, ამ დროისთვის უკვე დაწყებულია საქართველოს პარლამენტის პიკეტირება, რომელიც ოპოზიციამ, ერთიანი გეგმის ფარგლებში, დღეს დაანონსა. ყველა შესავლელი პიკეტირებულია, თუმცა, არა ბლოკირებული. 

წინა სტატიამოლაპარაკება დასრულდა – შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს
შემდეგი სტატიადაპირისპირება პარლამენტთან – პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური