” ღარიბაშვილის დღევანდელი რიტორიკა, გუშინდელის ადეკვატური არ არის” – ხატია დეკანოიძე

0
318

” რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა ღარიბაშვილს არ არის ადეკვატური იმ მოლოდინის, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებს აქვს, რაც აზიანებს არა მხოლოდ ქართულ ოცნებას, არამედ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა”, — განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ლეიბორისტული პარტიის ოფისში საკოორდინაციო საკითხებზე ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე.

მისივე თქმით, ოპოზიციის მოთხოვნები კვლავ უცვლელია და ისინი პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას, გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 2 მარტს განაცხადა, რომ პარლამენტის პიკეტირების მცდელობით ოპოზიციამ არათანმიმდევრული ნაბიჯები გადადგა. როგორც პრემიერი ამტკიცებს, ეს “ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო” ქმედებები ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება

წინა სტატიაგახარიას კადრები მიდიან, ღარიბაშვილის კადრები მოდიან
შემდეგი სტატიაბენურ ქვირაიასთვის საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მითითებები არავის მიუცია – ბჟანიას ადმინისტრაცია სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დაშოშმინებას ცდილობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური