ბჟანიას მრჩევლის “საქართველოში ვიზიტის” გამო სოხუმში საპროტესტო აქცია დაიგეგმა

0
418

ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მრჩეველს ეკონომიკურ საკითხებში ბენურ ქვირაიას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩასვლაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციური გაერთიანება აფხაზეთის სახალხო მოძრაობის განცხადებაში წერია, რომ  ბენურ ქვირაია საქართველოში ორ თანმხლებ პირთან ერთად ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარებაზე მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა, რასაც ისინი ბჟანიას მიერ წითელი ხაზები გადაკვეთად აფასებენ.

განცხადებაში, ასევე, წერია, რომ ქვირაია ერთ-ერთ ვიდეოში, აფხაზებისა და ქართველების მეგობრობასა და მათ საერთო წარსულზე საუბრობს. მათივე მტკიცებით, ვიდეოში ისიც ჩანს, რომ ქვირაია ერთ-ერთი იმ ქართველის სადღეგრძელოს სვამს, რომელიც აფხაზეთში ომის დროს აფხაზების წინააღდმეგ იბრძოდა. თუმცა, აღნიშნულ განცხადებას მსგავსი ვიდეო თან არ ახლავს

ეხო კავკაზას ცნობით, ბჟანიას მრჩევლის “საქართველოში ვიზიტის” გამო სოხუმში საპროტესტო აქცია დაიგეგმა

წინა სტატია,,არასოდეს!” – გურამ გაბესკირიას პასუხი ბოევიკების მოთხოვნას „დაიჩოქე, პატიება გვთხოვე და შეაგინე ქართველებს!“
შემდეგი სტატიაგახარიას კადრები მიდიან, ღარიბაშვილის კადრები მოდიან
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური