მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ვადამდელი არჩევნები დაიდოს“ - აქტივისტების მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ

„ვადამდელი არჩევნები დაიდოს“ – აქტივისტების მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ

Published on

სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის სახლამდე მსვლელობა მოაწყვეს – მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

აქტივისტების თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს მათი აქტიურობით უნდათ დაანახონ პარტნიორებს, რომ საზოგადოებას სურს ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მმართველი ძალა ხალხის ხმას არ ისმენს.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისულ აქტივისტებს პოლიციის კორდონი დახვდათ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების თქმით, პროტესტი ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება.

„მოვედით იმისთვის, რომ ქვეყნის რეალური მმართველისთვის მიგვეწვდინა ხმა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მოგვცა. მათ დაადასტურეს, რომ ის კვლავ ნამდვილი მმართველია ქვეყნის, იცავს პოლიცია რომელიმე ჩვენგანის სახლს? არა. ივანიშვილი არის ფეოდალი, ოლიგარქი და ამას გამოხატავს პოლიციის ეს ქმედებაც”, – ამბობენ აქტივისტები.

სამოქალაქო აქტივისტები უკვე რამდენიმე თვეა, პარლამენტის მიმდებარედ კარვებში აპროტესტებენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას. მათი მოთხოვნებია, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები ცესკო-ს ახალი შემადგენლობით, გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და შეწყდეს პოლიტიკური დევნა.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...