მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნება'' ფაჩიკოს გარმონივით" ირღვევა: ბაღდათის საკრებულოს წევრები ფრაქციას და პარტიას ტოვებენ

,,ქართული ოცნება” ფაჩიკოს გარმონივით” ირღვევა: ბაღდათის საკრებულოს წევრები ფრაქციას და პარტიას ტოვებენ

Published on

ფრაქცია “ქართულ ოცნებას” ბაღდათის საკრებულოს წევრები ტოვებენ.

როგორც საკრებულოს წევრი გაბრიელ ღიბარაძე ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მასთან ერთად კიდევ ორმა დეპუტატმა ზაზა ზივზიმაძემ და დიომიდე კიკნაველიძემ მიიღო. მათ უკვე მიმართეს შესაბამისი განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს

ფაქტს ისინი “მთავარ არხთან” ადასტურებენ და ამბობენ, რომ ფრაქციასთან ერთად პარტიიდანაც მიდიან.  “ერთობლივად გადავწყვიტეთ, მაჟორიტარები ვართ სამივე. ბევრი რაღაც ემთხვევა ერთმანეთს, არის ბევრი მიზეზი”, – ამბობს გაბრიელ ღიბარაძე.

ოპოზიციის შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებასა და გიორგი გახარიას გადადგომას კრიზისის გამწვევება მოჰყვა და რეგიონებში “ოცნებას” უფრო მეტი ადამიანი ტოვებს.

“ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ესაა პირველი ნიშანი, მადლობა ბაღდათელებს, მადლობა იმ ბიჭებს ვინც დატოვა, ესაა პირველი ნიშანი, ეს რღვევა დაწყებულია და გაირღვევიან ფაჩიკოს გარმონივით, ფაჩიკოს გარმონივით დაიშლება ქართული ოცება”, – თქვა “თავისუფალი საქართველოს” წევრმა, გოგი წულაიამ. 

ოპოზიციის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წევრები სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებსაც დატოვებენ.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...