ფასილიტაციიდან მედიაციამდე – “ოცნებისა” და ოპოზიციის გადამწყვეტი შეხვედრა

0
478

ათონელის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერები უკვე შეიკრიბა. აქვე არიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

როგორც მათ შესვლამდე განაცხადეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება – პირველ რიგში ნიკა მელიას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა იქნება ერთერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ოპოზიცია შეხვედრაზე დააყენებს. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების ჩატარებასაც მოითხოვს.

პირველი, რაც იქნება ჩემი პირადი პოზიცია გახლავთ ის, რაც ამ კვირაში ხელისუფლებამ გააფუჭა, ეს არის ნიკა მელიას გამოშვება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, მათ შორის გიორგი რურუას გათავისუფლება. ამის შემდეგ დავუბრუნდეთ იმ პოლიტიკურ სტატუს-კვოს, როცა ჩვენ დეკემბერში ვახერხებდით პოლიტიკურ თემებზე საუბარს – განაცხადა დავით ბაქრაძემ შეხვედრის დაწყებამდე

შარლ მიშელმა “ოცნებასა” და ოპოზიციას დღესვე შეხვედრა ცოტა ხნის წინ, ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შესთავაზა.

შეხვედრა ათონელის რეზიდენციაში შედგება.

წინა სტატია“ახლო მანძილიდან ესროლეს”- ზუგდიდში მოკლული 24 წლის მამაკაცის ოჯახი პოლიციელის დასჯას ითხოვს [Video]
შემდეგი სტატიამოლაპარაკება დასრულდა – შარლ მიშელი 2 კვირიან ვადას ასახელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური