დღეს სამოქალაქო აქტივისტები ივანიშვილის სასახლესთან აქციას გამართავენ

0
352

დღეს, 12 საათზე ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას გამართავენ.
კარვების ქალაქის პირველი აქცია სწორედ არაფორმალური მმართველის სოლოლაკის რეზიდენციიდან იწყება.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და პოლიტიკურ პროცესებს ის ისევ არაფორმალურად – კულისებიდან მართავს. ამიტომაც პირველი გაჩერება ოლიგარქის შუშის სასახლე იქნება.

“გადავწყვიტეთ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მისვლა გადავწყვიტეთ იმიტომ, რომ ქვეყანაში მთავარი საკითხი, რაც პრობლემას წარმოაჩენს ეს არის ბიძინა ივანიშვილი და არავინ სხვა. არსად ის არ წასულა, ის არის, ის მართავს პროცესებს – მავნებლურ პროცესებს საქართველოსთვის და ჩვენ არამარტო თბილისში, მის რეზიდენციასთან, არამედ სხვა ქალაქებში სადაც ის იმყოფება ყველგან მივალთ და ყველგან შევაწუხებთ. ყველას შევახსენებთ, რომ ის საქართველოში უნდა დასრულდეს”, – ამბობს მოძრაობა “საქართველოსთვის” წევრი, კახა კვეკვესკირი

აქვე გეტყვით, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ კი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გუშინ, 28 თებერვალს რიგით მე-15 კარავი გაშალეს. ოპოზიცია ხვალიდან, 2 მარტიდან, სამთავრობო უწყებების პიკეტირებას იწყებს. პირველი საკანონმდებლო ორგანო იქნება. სამოქალაქოს აქტივისტები განმარტავენ, რომ პიკეტირება შენობის ბლოკირებას არ გულისხმობს და ისინი თავისი აქციით “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის წევრებს დისკომფორტს შეუქმნიან.

წინა სტატიადღეიდან ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება
შემდეგი სტატიაEU ყველა მხარეს დიალოგისკენ მოუწოდებს – შარლ მიშელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური