დღეიდან ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

0
351

დღეიდან, 1-ლი მარტიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის, ასევე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია დაიწყო. პროცესი 10:00 საათიდან დაიწყო და 31 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე online.naec.geგამოცდებში მონაწილეობის მსურველმა უნდა აირჩიოს შესაბამისი გრაფა და მიჰყვეს ინსტრუქციას.

ცნობილია, რომ აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: რეგისტრაციის პირველ ეტაპზე აბიტურიენტმა სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები უნდა ჩაწეროს, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

წინა სტატიაბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან 11 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადღეს სამოქალაქო აქტივისტები ივანიშვილის სასახლესთან აქციას გამართავენ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური