მელიას და კოლეგების დაკავებამ შეშფოთება გამოიწვია, მარტო ვერ დავტოვებთ – ტუსკი

0
401

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველო ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში მარტო არ უნდა დარჩეს.

“ნუ დავივიწყებთ ჩვენს მხარდაჭერას პროევროპული და დემოკრატიული ძალებისადმი უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში. თბილისში ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ჩვენი მეგობრის, ნიკა მელიას და კოლეგების დაკავებამ განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია. ჩვენ მათ მარტო ვერ დავტოვებთ საქართველოს ისტორიის ამ კრიტიკულ მომენტში”, – წერს დონალდ ტუსკი.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში სპეცრაზმის შესვლას და ნიკა მელიას დაკავებას უკვე მოჰყვა არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკა. პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაიწყოს მოლაპარაკებები და განმუხტოს ქვეყანაში შექმნილი ვითარება.

წინა სტატია“ბორია, თუ გინდა რაღაცით მაინც გადაირჩინო თავი, მოგიწევს მელიას უპირობო გაშვება და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა! ”
შემდეგი სტატიაევროკავშირმა შესაძლოა Covid-19-ის ვაქცინის ექსპორტი აკრძალოს – ევროკომისიის პრეზიდენტი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური