მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროკავშირმა შესაძლოა Covid-19-ის ვაქცინის ექსპორტი აკრძალოს - ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკავშირმა შესაძლოა Covid-19-ის ვაქცინის ექსპორტი აკრძალოს – ევროკომისიის პრეზიდენტი

Published on

ევროკავშირმა შესაძლოა Covid-19-ის ვაქცინის ექსპორტი აკრძალოს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ​განაცხადა. კერძოდ, საუბარია კომპანია “ასტრაზენეკაზე”.

ევროკომისიის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ კომპანიები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს არ შეასრულებენ და ვაქცინის მიწოდებას ისევ ვერ უზრუნველყოფენ, მაშინ მათი ევროკავშირიდან ექსპორტი აიკრძალება.

ფონ დერ ლეიენის განცხადებით, “ასტრაზენეკასთან” ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ევროკავშირის ლიდერებმა ვირტუალურ სამიტზე ციფრული ე.წ .კოვიდპასპორტების შემუშავების საკითხიც განიხილეს.

ანგელა მერკელის განცხადებით, შესაბამისი სერტიფიკატები ზაფხულამდე იქნება ხელმისაწვდომი. მიუხედავად ამისა, საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნებს შორის კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...