ზურაბიშვილს იუნკრების შეურაცხყოფად საქართველოს რუსეთთან შედარება მიაჩნია, ანტისაოკუპაციო მოძრაობის დათრგუნვის მცდელობა – არა

0
259

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აზრით, უდიდესი შეურაცხყოფაა, როცა დღეს ვინმე საქართველოს ადარებს რუსეთს და “ნაციონალური მოძროაბის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს – ალექსეი ნავალნის.

ამ თემაზე კომენტარი მან კოჯორში, გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალთან გააკეთა.”ჩვენ აქ რომ ვდგევართ და პატივს ვცემთ იუნკრებს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძოდნენ აქ ბოლომდე, ჩვენ უნდა რაღაცეები გავიხსენოთ და რაღაცეები დავაფასოთ, ვიცოდეთ და გვახსოვდეს რისთვის იბრძოდნენ, საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად, იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიის დასაცავად, იბრძოდნენ დამოუკიდებლობის დასაცავად, იბრძოდნენ კანონის უზენაესობის დასაცავად, იბრძოდნენ საზღვრებისთვის, ეს ყველაფერი არის ის რაც იმათმა დაგვიტოვეს და თუ ჩვენ მათ პატივს ვცემთ და ყველანი პატივს ვცემთ უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი იბრძოდნენ ასევე საქართველოს ერთიანობისთვის, ერთსულოვნებისთვის და ეს არის ჩვენი ვალდებულება მათ მიმართ, რომ მხოლოდ ფორმალურად კი არ ვცეთ, პატივი ვცეთ ყველა იმ ღირებულებებს, რაც მათ აერთიანებდათ და დღესაც გვაერთიანებს. […]

უდიდესი შეურაცხყოფაა როცა ვინმე დღეს ადარებს საქართველოს რუსეთს, ადარებს ნავალნის საკითხებს, ეს პოლიტიკური შეფასებები, რაც არ უნდა იყოს, პოლიტიკური ამბიციები, არის ამ ახლაგაზრდების შეურაცხყოფა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

წინა სტატიანიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში 18:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა
შემდეგი სტატია,,ასეთი ფაქტები არის წახალისებული სამთავრობო რიტორიკის და ივანიშვილის პირადი ინსტიქტების მიერ” – მიხეილ სააკაშვილი სოლიდარობას უცხადებს სანაიას და მის ოჯახს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური